იაპონურმა რობოტებმა ასტეროიდზე გადაღებული ფოტოები გამოგზავნეს
იაპონურმა რობოტებმა ასტეროიდზე გადაღებული ფოტოები გამოგზავნეს

ორი ციცქნა იაპონური რობოტი წარმატებულად დაჯდა ასტეროიდ რიუგუზე და მშობლიურ პლანეტაზე რამდენიმე ფოტოც გამოგზავნეს.

მოხტუნავე მავალებმა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA ) ახალი მისიის, ჰაიაბუსა2-ის ფარგლებში ასტეროიდზე უნდა გადაიღონ ფოტოები და შეაგროვონ სამეცნიერო მონაცემები.

ფოტოები ბუნდოვანია, რადგან გადაღებულია ასტეროიდზე დაჯდომის დროს.

კოსმოსური ხომალდი ჰაიაბუსა 2, რომელზეც ეს პატარა მავალები იყო მოთავსებული, ასტეროიდს 55 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა, შემდეგ რობოტები მისი ზედაპირისკენ ჩაუშვა და კვლავ უკან დაბრუნდა, ასტეროიდიდან 20 კმ სიმაღლეზე.

მისიის ფარგლებში, იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს კიდევ ორი დავალება დარჩა — ოქტომბერში, ხომალდმა ჰაიაბუსა2-მა ასტეროიდის ზედაპირზე უნდა ჩაუშვას უფრო დიდი მავალი MASCOT-ი, მომავალ წელს კი კიდევ ერთი ციცქნა მოხტუნავე მავალი.

მაგრამ უმთავრესი მაინც ძირითადი ხომალდის კიდევ ერთი დავალებაა — მან ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები უნდა აიღოს და დედამიწაზე ჩამოიტანონ.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ლაბორატორიაში ამ ნიმუშების ანალიზის შემდეგ, ფარდა აეხდება მზის სისტემის მრავალ საიდუმლოს.

 

დატოვე კომენტარი