იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა - წლის ბოლო ბაშოზე ტოჩინოშინი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება
იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მებრძოლები, წლის ბოლო სუპერ – ტურნირზე იასპარეზებენ.
კიუშუ ბაშო ფუკუოკაში 11 ნოემბერს დაიწყება და ლევან გორგაძე შეჯიბრში, ისევ დასავლეთის მეორეე ოძეკის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
ტოჩინოშინი ბაშოს ერთ-ერთი ფავორიტია რადგან წლის უკანასკნელ სუპერტურნირს, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო, ტრავმის გამო დააკლდება
სამწუხაროდ, ჯურიოს დივიზიონიდან გავარდა გაგა ჯუღელი , რომელიც მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში დაქვეითდა და სეკიტორის პრესტიჟული სტატუსიც დაკარგა. თუმცა გაგამარუ მაკუშიტას უმაღლეს საფეხურზე, აღმოსავლეთის პირველ ნომრად იქნა განთესილი და მინიმალური კაჩი-კოშის შემთხვევაშიც კი ავტომატურად დაუბრუნდება ჯურიოს დივიზიონს.
არაელიტურ დივიზიონებში რიკიშები შვიდ ბრძოლას მართავენ. შესაბამისად, გაგას კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად, შვიდიდან ოთხი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება.