იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ვაშინგტონს აპრილში ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და აშშ-იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მხარე ადასტურებს.
შეხვედრის, რომელიც აპრილის მიწურულს გაიმართება, ინიციატორი იაპონიაა.