იაპონიის პრემიერ-მინისტრი აპრილში დონალდ ტრამპს შეხვდება

11:01, 21.03.2019
Visit by the Prime Minister of Japan.

Visit by the Prime Minister of Japan.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ვაშინგტონს აპრილში ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და აშშ-იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მხარე ადასტურებს.

შეხვედრის, რომელიც აპრილის მიწურულს გაიმართება, ინიციატორი იაპონიაა.

მსგავსი