იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა
იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა

იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, გემზე, რომლის მგზავრთა ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. თავდაპირველად, ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ კონგელ მამაკაცს დაუდგინეს.

ათივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი. დანარჩენი ინფიცირებულების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 490 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 24 000-ზე მეტია.