იაპონელთა ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში (ვიდეო)

დღევანდელი დღის პირველი მედალოსნები მამაკაცებს შორის ფიგურულ ციგურაობაში გამოვლიდნენ, სადაც ქართველი მორის ყვითელაშვილიც მონაწილეობდა. სამწუხაროდ მორისმა ყველაზე ცუდი შესაძლებელი შედეგი აჩვენა და 24 სპორტსმენში ბოლო ადგილი დაიკავა. რაც შეეხებათ მედალოსნებს, აქ სრული უფლება გვაქვს იაპონელთა ტრიუმფზე ვისაუბროთ, რადგან ოქრო და ვერცხლი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს – იუზურუ ჰანიუმ (ოქრო) და შომა უნომ (ვერცხლი). ბრინჯაოს მედალი ესპანელ ხავიერ ფერნანდესს ხვდა წილად.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე