იაპონელი მეკარე ზიონ სუძუკი „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი გახდება #1TVSPORT

19:10, 07.08.2026

იტალიური „პარმისა“ და იაპონიის ეროვნული გუნდის მეკარე ზიონ სუძუკი „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი გახდება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა და შეთანხმება თითქმის მიღწეულია, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

პარიზული კლუბი იაპონელი მოთამაშის ტრანსფერში იტალიელებს 36 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად მეკარესთან კი შრომითი ხელშეკრულება 2031 წლამდე გაფორმდება. ასევე, შესაძლოა, ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენმა“ ერთი წლით ტურინის „იუვენტუსში“ გაანათხოვროს.

სუძუკი „პარმას“ რიგებში 2024 წელს ჩაირიცხა და გუნდის მაისურით 59 შეხვედრა ჩაატარა. იტალიაში გადასვლამდე ის „სენტ ტრუიდენსა“ და „ურავაში“ ასპარეზობდა, იაპონიის მთავარ გუნდში კი მის ანგარიშზე 28 ჩატარებული მატჩია.

სუძუკიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.

მსგავსი