იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა
იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-აპრილში 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარი იყო – 17.9 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო იმპორტი 2 726.7 მლნ. აშშ დოლარი – 3.1 პროცენტით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან,

საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.