იანისის სამმაგმა დუბლმა „მილუოკის“ ვერ მოაგებინა – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
31 დეკემბერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 6 მატჩი გაიმართა.
ჯეილინ ბრაუნმა კარიერის რეკორდი დაამყარა, არასრულ 29 წუთში 42 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა და „ბოსტონს“ ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ „მემფისთან“ დამაჯერებლად მოაგებინა.
ძალიან კარგი თამაში ჰქონდა იანის ანტეტოკუმპოს, რომელმაც ჩვეული სამმაგი დუბლი გაიფორმა. ბერძენი კალათბურთელის მონაგარი „მაიამის“ წინააღმდეგ იყო 26 ქულა 13 მოხსნა და 10 პასი. მაგრამ, მიუხედავად იანისის ამ შედეგისა, „მილუოკი“ „მაიამისთან“ მაინც დამარცხდა.
ლოს ანჯელესში ლებრონ ჯეიმსმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 30 დეკემბერს 36 წლის გახდა. მისმა „ლეიკერსმა“ კი „სან ანტონიო“ მარტივად დაამარცხა 121:107.
NBA-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
ბოსტონი – მემფისი 126:107
https://www.youtube.com/watch?v=MN4xGoYgrZQ
ბრუკლინი – ატლანტა 145:141
https://www.youtube.com/watch?v=qWut7EHcaq8
მაიამი – მილუოკი 119:108
https://www.youtube.com/watch?v=EZVHjK49maw
დალასი – შარლოტი 99:118
https://www.youtube.com/watch?v=0lKRE-RTans
სან ანტონიო – ლეიკერსი 107:121
https://www.youtube.com/watch?v=AhEChkg3ZfE
კლიპერსი – პორტლენდი 128:105
https://www.youtube.com/watch?v=-c-izeXZH8w