იანისის სამმაგმა დუბლმა „მილუოკის“ ვერ მოაგებინა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
10:02, 31.12.2020
31 დეკემბერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 6 მატჩი გაიმართა.
ჯეილინ ბრაუნმა კარიერის რეკორდი დაამყარა, არასრულ 29 წუთში 42 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა და „ბოსტონს“ ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ „მემფისთან“ დამაჯერებლად მოაგებინა.
ძალიან კარგი თამაში ჰქონდა იანის ანტეტოკუმპოს, რომელმაც ჩვეული სამმაგი დუბლი გაიფორმა. ბერძენი კალათბურთელის მონაგარი „მაიამის“ წინააღმდეგ იყო 26 ქულა 13 მოხსნა და 10 პასი. მაგრამ, მიუხედავად იანისის ამ შედეგისა, „მილუოკი“ „მაიამისთან“ მაინც დამარცხდა.
ლოს ანჯელესში ლებრონ ჯეიმსმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 30 დეკემბერს 36 წლის გახდა. მისმა „ლეიკერსმა“ კი „სან ანტონიო“ მარტივად დაამარცხა 121:107.