იანის ანტეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება #1TVSPORT
იანის ანტეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ ლიდერი იანის ანტეტოკუმპო ტრავმის შემდეგ ბრუნდება და თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.

პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი კალათბურთში 2-7 ივლისს ჩატარდება. საბერძნეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროსა და ბაჰამის კუნძულებს შეხვდება.

ანტეტოკუმპომ ტრავმა NBA-ის გასული რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას მიიღო და პლეი ოფის სტადიაზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

29 წლის ბერძენი კალათბურთელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის „უძვირფასესი მოთამაშეა“, ხოლო 2021 წელს მან „მილუოკისთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.