მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე იან ზომერი უახლოეს ხანში „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
როგორც ირკვევა, შვეიცარიელი დათანხდა მილანურ კლუბში გადასვლას. მისი პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
ამ მომენტში „ინტერი“ „ბაიერნთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტრანსფერის საბოლოო ღირებულებასთან დაკავშირებით.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერს“ სურს ზომერის ან „შახტარის“ მეკარის, ანატოლი ტრუბინის შეძენა ანდრე ონანას შესაცვლელად, რომელიც მალე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა.