იან კელი - ტატუნაშვილის საქმეზე ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს
იან კელი - ტატუნაშვილის საქმეზე ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განუცხადა.

იან კელიმ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

„სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი. ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო და ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე, იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში.

ასევე, ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ახალგორში რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან  ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ არ გადაუციათ.

არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი გადმოასვენებს.