არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი გადმოასვენებს
არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი გადმოასვენებს

არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი გადმოასვენებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს რუსეთის საპატრიარქოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას:

„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.