ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა 2020 წლის „რაგბი ჩემფიონშიფისთვის“ (Rugby Championship) „ოლ ბლექსის“ (All Blacks) შემადგენლობა დაასახელა.
გუნდში ყველაზე დიდ ინტერესს შვიდი პოტენციური დებიუტანტი იწვევს – ბურჯი ალექს ჰოჯმანი, მხტომელი ტუპო ვაა’ი, ამავე პოზიციაზე მოთამაშე ქვენტინ სთრეინჯი, მესამეხაზელები – კალენ გრეისი და ჰოსკინს სოტუტუ, გარემარბი ქეილებ კლარკი და „სუპერ რაგბი აოტეაროას“ ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე – ფულბეკი ვილ ჯორდანი სანაკრებო შეკრებაზე პირველად არიან. ფოსტერმა სულ 35 მორაგბეს უხმო.
გუნდის დასახელებისას ფოსტერმა თქვა, რომ კმაყოფილია მოთამაშეების დონით და ძალიან სურს მათთან ჯონ პლამტრისთან ერთად იმუშავოს.
„ძალიან მოგვწონს გუნდი, რომელიც ავარჩიეთ. ვულოცავ მათ. როგორც ყოველთვის, ახლაც არიან მოთამაშეები, რომლებსაც ძალიან არ გაუმართლათ, რომ ნაკრებში ვერ მოხვდნენ, მაგრამ „ოლ ბლექსში“კონკურენცია ძალიან მაღალია“, – განაცხადა ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა.
ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობა 2020 წლის სანაკრებო სეზონისთვის:
შეკინება:
კვაჭი: ასაფო აუმუა, დეინ ქოულსი, ქოდი ტეილორი.
ბურჯი: ალექს ჰოჯმანი, ნეპო ლაულალა, ტაირელ ლომაქსი, ჯო მუდი, კარლ ტუ’ინუკუაფე, ოფა ტუუნგაფასი.
მხტომელი: ქვენტინ სთრეინჯი, პატრიკ ტუიპოლოტუ, ტუპო ვაა’ი, სემ ვაითლოქი.
მესამე ხაზი: სეიმ ქეინი, შენონ ფრიზელი, ქალენ გრეისი, აკირა იოანე, დალტო პაპალიი, არდი სავეა, ჰოსკინს სოტუტუ.
უკანახაზი:
9 ნომერი: თი ჯეი პერენარა, აარონ სმიტი, ბრედ ვებერი.
მგეზავი: ბოდენ ბარეტი, რიჩი მო’უნგა.
შუამარბი: ბრეიდონ ენორი, ჯეკ გუდჰიუ, რიეკო იოანე, ენტონ ლიენერტ-ბრაუნი.
გარემარბი: ჯორდი ბარეტი, ჯორჯ ბრიჯი, ქეილებ კლარკი, ვილ ჯორდანი, დემიენ მაკკენზი, სივუ რისი.