სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს პარტია „გირჩი“ არ შეუერთდა
სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს პარტია „გირჩი“ არ შეუერთდა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება, პარტია „გირჩმა“ ხელი არ მოაწერა.

როგორც პარტიის წევრმა, იაგო ხვიჩიამ განმარტა, მემორანდუმი, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი, სასამართლო სისტემაში მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს და ეს რეალურ შედეგს არ მოიტანს.

მისივე თქმით, ასეთი ცვლილებები 2012 წელსაც გატარდა, თუმცა დღეს მაინც „მურუსიძის სასამართლო“ აქვს ქვეყანას.

„ჩვენ ხელს არ ვაწერთ ამ კონცეფციას. ერთადერთი პარტია ვართ აქ, ვინც ამას ხელს არ ვაწერთ, თუმცა მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ერთი სადისკუსიო ადგილი და ფორმატი გააჩინეს სასამართლოზე. ხელს არ ვაწერთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისი არ გგვგონია ეს ღონისძიებები მართლმსაჯულების სიატემის რეალურად შესაცვლელად. ჩვენ ასეთი კოსმეტიკური ღონისძიებები მართმსაჯულების სისტემაში 2012 წელსაც ვცადეთ. მაშინაც ბევრი იშრომეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად, თითქოს კმაყოფილები ვიყავით იმით, რაც მივიღეთ, თუმცა დღეს გვაქვს მურუსიძის სასამართლო. ცვლილებები არ გახდა საკმარისი, არ მოიშალა ის მონოლითი საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემაში და როცა ეს მონოლითი არ იშლება, რეალურად ჩვენ ყოველთვის გვაქვს ის საფრთხე, რომ გვქონდეს ისეთივე, ერთ პიროვნებას დაქვემდებარებული სასამართლო, როგორიც დღეს გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ და იქნებ, მივიდეთ კონსესუსამდე, რომელიც დაგვარწმუნებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ თუნდაც ეს ცვლილელები საკმარისია, რათა სასამართლო ისეთი არ იყოს, როგორიც დღეს გვაქვს.

არის პუნქტები რომელსაც ვეთანხმებით, არის პუნქტები რომელსაც არ ვეთანხმებით და არის პუნქტები, რომელიც გვგონია, არ შეცვლის არაფერს. უბრალოდ, ერთობლიობაში ეს საკმარისი არ არის, რომ ჩვენს დღევანდელ სისტემაში საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის პრინციპები დაირღვეს და ეს სისტემა დაიშალოს“, – განაცხადა პარტიის წევრმა, იაგო ხვიჩიამ.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.

დატოვე კომენტარი