იაგო ხვიჩია - დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგი ვარ, ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო
იაგო ხვიჩია - დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგი ვარ, ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო

„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას განცხადებით,  პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე დისკუსიის საგანი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის საკითხია.

ხვიჩია აცხადებს, რომ დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო.

„ამ შემთხვევაში, დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის მოწინააღმდეგე ვარ. არ შეიძლება, ნაჭრის დახევის გამო ადამიანები ციხეში ისხდნენ. სიმბოლოების გამო ადამიანების ციხეში ჯდომა არ შეიძლება. ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო“, – განაცხადა ხვიჩიამ.