კახა კუჭავა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება
კახა კუჭავა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას ესწრებიან ხატია დეკანოიძე, ბადრი ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ალეკო ელისაშვილი, თეონა აქუბარდია, ფრიდონ ინჯია.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, შეხვედრაზე დისკუსიის საგანია ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის საკითხი.

„ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე ვარ დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის. არ შეიძლება, ნაჭრის დახევის გამო ადამიანები ციხეში ისხდნენ. სიმბოლოების გამო ადამიანების ციხეში ჯდომა არ შეიძლება. ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო“, – განაცხადა ხვიჩიამ.