იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უბრალოდ ცდილობს, ადამიანები შეაშინოს და ასე ანიშნოს მათ, აქციაზე არ გავიდნენ
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უბრალოდ ცდილობს, ადამიანები შეაშინოს და ასე ანიშნოს მათ, აქციაზე არ გავიდნენ

ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უბრალოდ ცდილობს, რომ ადამიანები შეაშინოს და ასე ანიშნოს მათ, რომ აქციაზე არ გავიდნენ, სხვა შემთხვევაში, მე ვიცნობ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს და ისინი ასეთი საშიშები არ არიან, როგორც სუს-ი აღწერს, – ამის შესახებ „გირჩი“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სუს-ი აშინებს ხალხის, რომ აქციაზე არ მივიდნენ, რათა შარს არ გადაეყარონ.

„ის სცენარი, რაც გვითხრეს, მერე იქ პოლიტიკოსების მოკვლა და ა. შ. გადაჭარბებულად მეჩვენებოდა. ზოგადად, რიტორიკა რომ არის რევოლუციური, ჩვენ ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ამას შეჩვეული ვართ და როდესაც ამის უკან მაინტერესებდა კონკრეტული გეგმები, ის არ მინახავს და მოცემულ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რაღაც განსხვავებულად შევხედო ამ საკითხს. ზოგადად, ოპოზიციას კი არ შესწევს ძალა, რევოლუციას ახდენს ქართველი ხალხი. რევოლუცია ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მმართველობას თუ შეხედავ, მოსახდენია, მაგრამ მეორე საკითხია, ამ რევოლუციის შედეგად, რასაც ჰპირდები მოსახლეობას, არც ის არ მოსწონს და ამიტომაც არ ხდება რევოლუცია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.