იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, გვარამია მალე მიხვდება, რომ მისი სტრატეგია მცდარია, გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს, „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო, თუ ამას აირჩევს, წარმატებული იქნება
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, გვარამია მალე მიხვდება, რომ მისი სტრატეგია მცდარია, გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს, „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო, თუ ამას აირჩევს, წარმატებული იქნება

გვარამია უგუნური ადამიანი არ მგონია, ვფიქრობ, მალე მიხვდება, რომ მისი სტრატეგია მცდარია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხვიჩიას თქმით, გვარამია სხვა სტრატეგიას თუ აირჩევს, წარმატებული იქნება.

„პირიქით, გვარამიამ უნდა თქვას, რომ ნაღდი „ნაცია“ – ყველაზე „ნაცი“ ვარ, ვინც „ნაცებში“ არიან, ისინი „ნაცები“ არ არიან და როგორც ჭეშმარიტმა „ნაცმა“, არ დავტოვე ოპოზიციური ბრძოლა და წავედი სხვა ფორმატებში, სადაც ნამდვილი ოპოზიციური ბრძოლა უნდა გავაჩაღოო. გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს – „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო. თუ ამას აირჩევს, წარმატებული იქნება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.