იაგო ხვიჩია - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ვეთანხმები, არჩევნების პროცესის მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა
იაგო ხვიჩია - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ვეთანხმები, არჩევნების პროცესის მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება.

იაგო ხვიჩიას თქმით, არჩევნების პროცესის მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ზედმეტი ბარიერების მოხსნა.

„არის რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები. არჩევნების პროცესის მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის გარკვეული ტიპის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა. ცხრა პარტიას ცენტრალურ და საოლქო კომისიაში ჰყავს წარმომადგნელი და დღევანდელი კანონმდებლობით, საჭიროა მათი სერტიფიცირება. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფიზიკურად ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა კომისიაში სერტიფიცირებას არ დაექვემდებარონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით, დასკვნა 18 ივნისს გამოაქვეყნა.