იაგო ხვიჩია - უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო, ამ იდეას არსებობის უფლება აქვს
იაგო ხვიჩია - უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო, ამ იდეას არსებობის უფლება აქვს

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იყო ავთანდილ ენუქიძის ინიციატივა, ხომ არ ვიფიქროთ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმებაზე, რასაც მხარი დავუჭირე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, იდეას, ხომ არ გაუქმდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, არსებობის უფლება აქვს.

„მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება სწორი ინიციატივა იყოს. თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ამ პროცესში ხომ არ ჩაერთოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა, ამას ავთანდილ ენუქიძემ მხარი დაუჭირა, რაც შეხვედრაზე ყველაზე საინტერესო იყო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ დემოკრატია არ დუღს. სულ გვქონდა და არასდროს დუღდა, ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, ეს ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო. ამ იდეას არსებობის უფლება აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.