სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან როგორც მმართველი გუნდის წევრები, ასევე ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ წევრები. შეხვედრაზე ასევე იმყოფება დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.

შეხვედრას ისევ არ ესწრება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მას მიაჩნია, რომ ეს კონსულტაციები არის ფარსი და თაღლითობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი.

რაც შეეხება თავად შეხვედრის დეტალებს, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას გააცნობს იმ ბრძანების საბოლოო ვერსიას, სადაც გაწერილია სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმები. მას შემდეგ, რაც ოპოზიციას დოკუმენტი გადაეცემა, იგეგმება შალვა პაპუაშვილის მიერ ამ ბრძანების გამოცემა და საკონსურსო კომისიის შექმნა.