იაგო ხვიჩია - უბარიერო საარჩევნო სისტემის ინიციატივის დარეგისტრირების შემთხვევაში, სირცხვილი იქნება, რომ მას ოპოზიციის რამდენიმე ხმა დააკლდეს
იაგო ხვიჩია - უბარიერო საარჩევნო სისტემის ინიციატივის დარეგისტრირების შემთხვევაში, სირცხვილი იქნება, რომ მას ოპოზიციის რამდენიმე ხმა დააკლდეს

ოპოზიციის იმედი ამ თვალსაზრისით სულ მქონდა. მთავარი პრობლემა ამ საკითხში არის ხელისუფლება, რომელმაც დღემდე ვერ გაიაზრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის სისწორე პროპორციული არჩევნების ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას პარლამენტში ერთჯერადად შესვლასთან დაკავშირებით.

ხვიჩიას თქმით, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ოპოზიციამ მას მხარი უნდა დაუჭიროს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვეთანხმებით ქალბატონ ხათუნა სამნიძეს შეფასებაში. ვერანაირი არგუმენტი, რომ ეს არასერიოზულია და ასე შემდეგ, ვერ გაამართლებს იმ ადამიანებს ქვეყნის წინაშე, რომლებიც ასეთი არგუმენტებით მოძრაობენ. პარლამენტში რომ ასეთი ინიციატივა დაიდოს და ამას ოპოზიციის რამდენიმე ხმა დააკლდეს, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც ამ პერიოდში ფლობდა დეპუტატის მანდატს და ის ამ ცვლილებისთვის არ გამოიყენა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.