იაგო ხვიჩია - თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს პრობლემური, ეს ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემურია
იაგო ხვიჩია - თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს პრობლემური, ეს ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემურია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს პრობლემური, ეს ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემურია.

„თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს პრობლემური, ეს ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემურია. როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომლის დანიშვნაზეც შენ ხარ პასუხისმგებელი, აქვს რეპუტაციური ზიანი, ეს არჩევნების მიმართ ნდობაზე აისახება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.