იაგო ხვიჩია - საკმარისად ვიხმაურეთ, დროა, შედეგები იყოს მოღწეული
იაგო ხვიჩია - საკმარისად ვიხმაურეთ, დროა, შედეგები იყოს მოღწეული

საკმარისად ვიხმაურეთ. ახლა დროა, შედეგები იყოს მოღწეული, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის კანონპროექტი მისთვის შინაარსობრივად მისაღები იქნება, მას მხარს დაუჭერს.

„ამ პროცესში მონაწილეობა დამოკიდებულია, რეალური შინაარსი ჰქონდეს და არ იყოს უბრალოდ პიარსვლა, რომ ჩვენ რაღაცას ვხმაურობთ. საკმარისად ვიხმაურეთ. ახლა დროა, შედეგები იყოს მოღწეული. გიორგი ვაშაძეს ამ პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში, მხარს დავუჭერ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აღნიშნა, რომ ვეტო თუ არ იქნებოდა, დაარეგისტრირებდნენ კანონპროექტს, რომლის ერთადერთი მიზანი „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ძველი ნორმების დაბრუნება იქნება.

დატოვე კომენტარი