იაგო ხვიჩია - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიგებ, როგორც მოთხოვნას ჩვენი მეგობრის მხრიდან, რაც აუცილებლად არის შესასრულებელი
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიგებ, როგორც მოთხოვნას ჩვენი მეგობრის მხრიდან, რაც აუცილებლად არის შესასრულებელი, რადგან მეგობრის მხარდაჭერა სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევები შესასრულებელია.
„მართლა უნდა გვესმოდეს, ვინ გვირჩევს ამას. თუ „ქართული ოცნება“ საღ გონებაზეა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სავალდებულოდ შესასრულებელია. ახლა უნდა იპოვონ გზები, ეს დაძაბულობა განიმუხტოს და პირველ რიგში, უნდა დაიწყოს იმით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეტენზია იყოს მოხსნილი. კიდევ არსებობს ერთი ენა, რომელიც არ მინდა, ჩვენი მეგობრების მხრიდან იყოს გამოყენებული, მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, ამას გამოიყენებენ და ეს არის სანქციების ენა. როცა ძალიან ცუდად იქცევი, არაფერს ექვემდებარები, მაშინ წკეპლა გამოიყენება და ეს არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ თუ დაგჭირდება, ამ წკეპლას აუცილებლად მიიღებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.