იაგო ხვიჩია - პრეზიდენტთან მე და სანდრო რაქვიაშვილი ვართ მიწვეული, ყველაფერს ყურადღებით მოვუსმენ
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტთან მე და სანდრო რაქვიაშვილი ვართ მიწვეული, ყველაფერს ყურადღებით მოვუსმენ

არაფერი ვიცით, რა თემაზეა შეხვედრა. მე და სანდრო რაქვიაშვილი ვართ მიწვეული. ყველაფერს ყურადღებით მოვუსმენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებაზე საუბრისას განაცხადა.

„მოსაწვევი მოგვივიდა, შემიძლია, მოსაწვევი გაჩვენოთ. ყველაფერს ყურადღებით მოვუსმენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე: „პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ შერიგებას რა შანსი აქვს“, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მხარეებს შორის შერიგების სურვილი არსებობდეს.

„გააჩნია, მხარეებს უნდათ თუ არა შერიგება. მხოლოდ იმ შერიგებას აქვს შანსი, რომელიც უნდათ. როცა არ უნდათ, მაშინ უფრო რთულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.