იაგო ხვიჩია - პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს
იაგო ხვიჩია - პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს

პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

ანუ?
პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს?
სულ გააფრინეს“, – წერს იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“.

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი ზუგდიდში დააკავეს.