იაგო ხვიჩია - პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება სამართლიანი იქნება, რადგან გუშინ აქედან უსამართლოდ გაუშვეს
იაგო ხვიჩია - პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება სამართლიანი იქნება, რადგან გუშინ აქედან უსამართლოდ გაუშვეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს“.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერება რუსთავში მის შანსებს ზრდის.

„დავუჭერთ თუ არა მხარს? – სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს იმ შემთხვევაში, როცა არჩევნებში „გირჩი“ არ მონაწილეობს. მე და ჩემს ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ პირველი არჩევანია „გირჩი“, ამის იქით ვინმეს ვინმეს შემოხაზვა მოვუწოდოთ, ჩვენი საქმე არაა. პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს. მისთვის მანდატის შეჩერება ბადრი ჯაფარიძის შანსებს ზრდის. მგონია, რომ ეს ისტორია ამ პროცესში თანდათან გამოიკვეთება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.