იაგო ხვიჩია - მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ვფიქრობ, წარმოდგენაა, რათა დამატებით გამოვჩნდეთ ტელევიზორში ხელისუფლების საგინებლად
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ვერ ვხედავთ, მისი წარმატების ბოლოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ჰგონია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გამართლებული არ იქნება.
„მგონია, რომ ეს არის წარმოდგენა, რათა დამატებით გამოვჩნდეთ ტელევიზორში ხელისუფლების საგინებლად. ვფიქრობ, ამისთვის არც დრო და არც ხალისი გვაკლია და ახალი ფორმატების შექმნა არ არის სწორი. ამ ქვეყანაში შემთხვევა არ მახსოვს, როცა ბოიკოტი სწორი იყო. შეიძლება მას დადებითი ან უარყოფითი შედეგები ჰქონდა, მაგრამ სწორი არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად, არ მგონია, სწორი იყოს საპარლამენტო ბოიკოტი და ამიტომ არ ლაპარაკობენ ბოლომდე ბოიკოტზე და საუბრობენ ზოგიერთი საკითხის განხილვაზე შევალთო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი.
„ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.