იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა ოპონენტების, პოლიტიკური პროცესების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა ოპონენტების, პოლიტიკური პროცესების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე დისკუსიები უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება ოპონენტების, პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა.

„არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვა ან ამ წუთას ეს შესაძლებელია, რასაც პოლიტიკურ გარემოს ვუყურებ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს შესაძლებელი და ამ სამუშაოში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილი, მან უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა იმ მიმართულებით, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება ჰქონდეს, ჩამოვიდეს და თავისი კარიერა გააგრძელოს. პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობს, რომლის სანაცვლოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს სამეფოში. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ილაპარაკა, რომ მას რაღაცის გაკეთება არ მოსწონდა, მაგრამ ამას მშვიდობისთვის აკეთებდა. ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა. „შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი