იაგო ხვიჩია - ჩვენ არ ვიზიარებთ ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას, არ გვინდა სიარული გატკეპნილი გზით, რომელიც ოპოზიციის დამარცხებით მთავრდება
იაგო ხვიჩია - ჩვენ არ ვიზიარებთ ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას, არ გვინდა სიარული გატკეპნილი გზით, რომელიც ოპოზიციის დამარცხებით მთავრდება

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთიან სიასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას არ იზიარებს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ გამოსავალი „გაერთიენებაში, ერთფეროვნებაში არ არის“.

„საერთოდ, გვგონია, რომ თუ საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ბრძოლა იქნა ბიძინა ვს სააკაშვილი, თუ ადამიანების თავში ჩაიბეჭდა, რომ ახლა არჩევანს ვაკეთებთ მიხელ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ჩვენ ეს ბრძოლაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ვიცით მისი შედეგებიც.

ამიტომ ჩვენ პირიქით ვფიქრობთ. ჩვენ გვგონია, რომ ნაკლებად უნდა დაემსგავსოს ეს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან, ეს უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიციის, ყველასი ერთად ბრძოლა იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მათ არ მოსწონთ და იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც გაკეთილშობილების ნაცვლად, ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ყვლაფერი გააუარესა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა წარსული, გატკეპნილი გზით სიარული, რომელიც ვიცით, რომ ოპოზიციის დამარცხებით მთავრდება.

ჩვენ გვინდა გვქონდეს საერთო მიზნები და იდეები, ოპოზიცია შეთანხმდეს მთელი ამ პროცესის განამვლობაში, თუ როგორ იქნება ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და ამ იდეებით გავიდეთ არჩევნებზე. შეიძლება ჩვენ ერთმანეთს არაფერში არ ვეთანხმებით ახლა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ის გადაკვეთის წერტილები, რომლებიც განხორციელდება ოპოზიციის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ამომრჩევლებს ეცოდინებათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება.

იმის გამო, რომ მაჟორიტარულ ამბებზე იყო რაღაც კონფლიქტები და ჭირდა შეთანხმების მიღწევა, „გირჩმა“ უარი თქვა თავის მაჟორიტარულ კანდიდატზე. ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ამ კამათში, ამ მსჯელობაში, ოპოზიცია თუ შეთანხმდება, მხარს დაუჭერს ოპოზიციას. რავიცი, ეს ხალხი მანამდე ხელისუფლებაში იყო და ის არ შეუცვლიათ, რისი შეცვლაც მე მინდა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი“ ყველა კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„ჩვენ ველოდებით ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ კანდიდატებს თბილისში, შემდეგ მე ვაპირებ ყველა კანდიდატთან მივიდე პირადად და ვკითხო, მათ როგორი ქვეყანა უნდათ. „გირჩის“ მიზანი არ არის პოლიტიკაში დარჩენა სულ, ჩვენი მიზანი არის, რომ რამე შევცვალოთ და თუ მოვახერხებთ და თუ ამას მივაღწევთ, ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ცხოვრება ამ ქვეყანაში. ასე მინდა დაველაპარაკო ყველა კანიდატს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან, ამის გამო მხარის დაჭერა ჩემთვის არაფერს ნიშნავს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა და შესთავაზა, ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

ინიციატივის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებებზე საუბრისას კი სააკაშვილმა აღნიშნა: „ახლა ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით“.