იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოსამართლეები სათანადო პროცესის შედეგად არ არიან არჩეული, რის გამოც მათ დანიშვნას ვერ მიულოცავს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოსამართლეები სათანადო პროცესის შედეგად არ არიან არჩეული, რის გამოც მათ დანიშვნას ვერ მიულოცავს

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სათანადო პროცესის შედეგად არ არიან არჩეული, რის გამოც მათ დანიშვნას ვერ მიულოცავს.

ხვიჩია განმარტავს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა მოსამართლეთა არჩევის პროცესში.

„როგორც წესი, ზოგადად, ასეთ დროს ადამიანებს ულოცავენ ხოლმე. მოხარული ვიქნებოდი, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მოსამართლეობის მილოცვის ფუფუნება მქონდეს. დღეს ვერ მივულოცავ, იქედან გამომდინარე, რომ არჩეულები არ არიან ისეთი პროცესის შედეგად, რომელიც ჩემი აზრით, მოსამართლეს უნდა არჩევდეს. მათ ვუსურვებდი, რომ მომავალში შეგვძლებოდეს ერთმანეთისთვის ასეთი რაღაცების მილოცვა. პროცესი იმდენად ცუდად ჩატარდა, რომ კანდიდატები იდეალურებიც რომ იყვნენ, მაინც ვერ ნიშნავ. არ მივიღე მონაწილეობა ამ გასაუბრებებში, რომ უაზრო საუბრებით ადამიანებისთვის შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რადგან გასაგები იყო თავიდანვე, რომ პროცესებიდან გამომდინარე, ვერავის მხარს ვერ დავუჭერდი. ეს პროცესები იმდენად იყო დაზიანებული, რომ მგონია, თავისივე კეთილისმყოფელებმა არ სცეს სათანადო პატივი მოსამართლეებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა.