იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.

„შექმნის დროსაც კი აბსურდი იყო. მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს.

მგონია, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება. აბსურდი მგონია, არ ვუჭერ მხარს და არ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის მდივნის თანამდებობაზე კი დავით ზილფიმიანი აირჩიეს.