2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის მდივნის თანამდებობაზე დავით ზილფიმიანი აირჩიეს.

ამასთან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმიანობისთვის ვადა ერთი თვით გაუგრძელდეს, რადგან მას სამთვიანი უფლებამოსილება 17 მაისს ეწურება.

კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომისიაში ჩართვა შესთავაზეს.

უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებაზე წერტილი უნდა დაესვას და ამისთვის კომისია არის კარგი ფორმატი. მათ აღნიშნეს, რომ ოპოზიციას ბრალდებების მიუხედავად არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარუდგენია.