„იაგელონიას“ მწვრთნელი – „იბერიასთან“ იოლ თამაშს არ ველოდებით #1TVSPORT
„იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან სემენიჩმა „იბერიასთან“ ევროპის ლიგის პლეიოფის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „იბერიასთან“ იოლი თამაში გვექნება. „რეინჯერსთან“ შედარებით, განსხვავებული დონის მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონთან წარმატებას ადვილად მივაღწევთ.
სასურველია, რომ პირველი მატჩის შემდეგ საქართველოში კარგ ხასიათზე გავემგზავროთ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენწყვილსში გამარჯვებულის ბედი მეორე მატჩის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა „იაგელონიას“ მთავარმა მწვრთნელმა.
ევროპალიგის პლეიოფის პირველი მატჩი „იაგელონიასა“ და „იბერიას“ შორის 20 აგვისტოს, ბიალისტოკის „ჩორტენ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.