ჰონგ კონგში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
51 წლის მამაკაცი კორონავირუსით 3 თებერვალს დაინფიცირდა, 10 თებერვალს კი საავადმყოფოში მოათავსეს. სავარაუდოდ, ვირუსი მას თანამშრომლისგან გადაედო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგ კონგში კორონავირუსით დაავადებულთაგან ოთხი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ორი კი მძიმე მდგომარეობაში.