ჰონგ კონგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ჰონგ კონგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ჰონგ კონგში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

51 წლის მამაკაცი კორონავირუსით 3 თებერვალს დაინფიცირდა, 10 თებერვალს კი საავადმყოფოში მოათავსეს. სავარაუდოდ, ვირუსი მას თანამშრომლისგან გადაედო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგ კონგში კორონავირუსით დაავადებულთაგან ოთხი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ორი კი მძიმე მდგომარეობაში.