ჰონგ კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო
ჰონგ კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო

ჰონგ კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ განათლების მდივანმა, კევინ იეუნმა განაცხადა.

ჰონგ კონგში კორონავირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი, დაფიქსირებულია დაავადების 50 შემთხვევა.
აქამდე, ჰონგ კონგის ხელისუფლება სასწავლო პროცესის 2 მარტს განახლებას გეგმავდა.

სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ჩინეთში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია. თუმცა რამდენიმე პროვინციაში სწავლის განახლება 17 თებერვლიდან იგეგმება.