ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია
ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში რეგიონში ახალი ტიპის დაავადებამ 242 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ხუბეის პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ინფიცირებულია 48200-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3441.

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 77 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.