ჰონგ კონგში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა
ჰონგ კონგში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

ჰონგ კონგის ლიდერი, კერი ლამი ადასტურებს, რომ ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჰონგ კონგშიც დაფიქსირდა.

მისი თქმით დაავადებული უხანიდან ჩავიდა ჰონგ კონგში.

კერი ლამის განცხადებით, ის მუდმივ კონტაქტზეა ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ“, – განაცხადა კერი ლამმა.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაშიც.

ვირუსი პირველად ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება. აღნიშნული 11-მილიონიანი ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.