ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა

02:07, 27.11.2025

ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ხოლო 279 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს.

მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მსგავსი