ჰოლანდიელის სადებიუტო გოლი - „საბურთალომ“ წლის პირველი მატჩი მოიგო
ჰოლანდიელის სადებიუტო გოლი - „საბურთალომ“ წლის პირველი მატჩი მოიგო
„საბურთალომ“ წლის პირველი ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგა 2-ში აღზევებულ დუშეთის „არაგვთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა.
 
ჰოლანდიელმა ახალწვეულმა ჟეროენ ლუმუმ სადებიუტო გოლი გაიტანა, მეორედ კი დუშელების კარი გიორგი კოხრეიძემ აიღო. ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაუძღვა გია ცეცაძე. ასევე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს დავით კუპატაძემ, ანრი ჭიჭინაძემ, ბექა ქავთარაძემ, ლევან მაჭარაშვილმა, ჟეროენ ლუმუმ, ჟულიუს ბლიკმა და ჟარდელ ნაზარემ.
„საბურთალო“: ლ.კუპატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ბლიკი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ჟარდელი, ცნობილაძე, გაბედავა, ქავთარაძე, კოხრეიძე
მეორე ნახევარი: დ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, ბლიკი (ხარაიშვილი), ლაკვეხელიანი, ცნობილაძე, მაჭარაშვილი, ქავთარაძე, ლუმუ, კოხრეიძე, კაროლინა
„საბურთალო“ დასკვნით შეკრებას ესპანეთში, 1-14 თებერვალს გამართავს.