ჰოხფილცენში ესტაფეტა მამაკაცებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი
ჰოხფილცენში ესტაფეტა მამაკაცებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი

ავსტრიის ქალაქ ჰოხფილცენში ბიატლონში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპის დასკვნითი რბოლები გაიმართა.

ესტაფეტა მამაკაცებში 4*7.5 კმ-ზე დაძაბულ ბრძოლაში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო. მეორე ადგილზე გერმანიის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა.

გუშინვე გაიმართა რბოლა ქალებში გამოდევნებით 10კმ-ზე, რომელიც ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. ვერცხლის მედალი შვედმა ჰანა ოებერგმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი გამარჯვებულის თანამემამულე ინგრიდ ტანდრევოლდი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპის შემდეგ მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას მამაკაცებში 211 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 188 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.