ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით (კაცებში) ფილონ მაიემ მოიგო | ბიატლონი
ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით (კაცებში) ფილონ მაიემ მოიგო | ბიატლონი

ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა, ქვენტინ ფილონ მაიემ მოიგო, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე ემილიენ ჯაკლინი გავიდა, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ბიატლონისტმა, იოჰანეს დალემ მოიპოვა.

გუშინ მსოფლიო თასის ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო, მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი შვედეთის ნაკრებმა დაიკავა.

მსოფლიო თასის ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 296 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 216 ქულით შვედი ჰანა ოებერგი იკავებს. დღეს, ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მესამე ეტაპის დასკვნით დღეს ორი რბოლა გაიმართება – ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე.