ჰოხფილცენში სპრინტი კაცებში დალემ, ქალებში კი ალიმბეკოვამ მოიგო
ჰოხფილცენში სპრინტი კაცებში დალემ, ქალებში კი ალიმბეკოვამ მოიგო

ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დაიწყო. პირველ დღეს ორი რბოლა გაიმართა – სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე. კაცებში ასპარეზობა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიელი იოჰანეს დალეს გამარჯვებით დასრულდა, მეორე და მესამე ადგილზე ფრანგი ბიატლონისტები ფილონ მაიე და ფაბიენ კლაუდე გავიდნენ. ქალებში სპრინტი ყველასთვის მოულოდნელად ბელარუსმა დინარა ალიმბეკოვამ მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფი გავიდა, მესამე ადგილი კი გერმანელმა ბიატლონისტმა ფრანსისკა პრეუსმა დაიკავა.

მსოფლიო თასის ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 253 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 216 ქულით შვედი ჰანა ოებერგი იკავებს. დღეს ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე გაიმართება.