ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაში (IIHF) გაიმართა კონგრესი, რომლის მიზანი იყო ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა.
არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა და საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა ფინანსისტმა ლუკ ტარდიფმა. მან ამ პოსტზე შეცვალა შვეიცარიელი რენე ფაზელი, რომელიც ორგანიზაციას 1994 წლიდან ედგა სათავეში.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ტარდიფმა დაამარცხა დანიელი ჰენრიკ-ბახ ნილსენი, ჩეხი პეტრ ბრჟიზა, გერმანელი ფრანც რაინდლი და ბელარუსი სერგეი გონჩაროვი, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა ოთხი ტურის ჩატარება. ბოლო ტურში ფრანგმა ხმების 63,21 პროცენტი მიიღო.