ჰოკეიში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფების შემადგენლობები ცნობილი გახდა

20:07, 20.05.2020

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ჯგუფების შემადგენლობები გამოაქვეყნა.

„ა“ ჯგუფი: შვედეთი, რუსეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, დანია, ბელარუსი, ბრიტანეთი.

„ბე“ ჯგუფი: კანადა, ფინეთი, აშშ, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, იტალია, ყაზახეთი.

მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი 7-23 მაისს ბელარუსსა და ლატვიაში გაიმართება. მინსკი A ჯგუფის თამაშებს, რიგა – B ჯგუფს უმასპინძლებს.

2020 წელს პლანეტის პირველობა კორონავირუსის გამო არ გაიმართა.

მსგავსი