ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონში თურქეთი დაამარცხა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების რიგებიდან ჰეთთრიქი კარელინმა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ორი მოგება და ერთი წაგება აქვს. ქართველებმა ტურნირის პირველ მატჩში ბულგარეთის ნაკრებს 7:1 სძლიეს, მეორე შეხვედრაში კი ახალ ზელანდიასთან 2:6 დამარხცდნენ. მეორე დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს A ჯგუფში გადავა, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი.
მცველები: დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ივან მაროვი.
ფორვარდები: ვიტალი ძიოვი, ვიტალი დუმბაძე, ვიქტორ ხაჩატურიანი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, ნიკოლოზ ბობოხიძე, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი.